თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხოელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს. მათ ბრალად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა ედებათ. დაკავებულთაგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულ უცხოელთან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა, რაც ფარულად აუდიო-ვიდეო ფირზე ჩაწერეს.

ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად

ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“.



გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები