შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი
შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული
ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობისა და გავრცელების ბრალდებით,
არასრულწლოვანი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სოციალური ქსელის ღია
პროფილებიდან სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანთა ფოტოები
ჩამოტვირთა. მან სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით
ფოტოებს პორნოგრაფიული შინაარსის იერსახე მიანიჭა და შეურაცხმყოფელ
ტექსტებთან ერთად სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად
ბრალდებული თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3
და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.