„ყაზბეგში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
11:52 / 06.08.2026
16 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“
დიდი ოდენობით
სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების
შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე
ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური,
ბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების შედეგად,
ჯამში 782 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული
საქონლის
საერთო საბაჟო ღირებულებამ 169 776 ლარი შეადგინა.
სამსახურის ინფორმაციით, კანონდამრღვევი 6 მოქალაქის საქმის მასალები,
შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურს გადაეგზავნა.