მარნეულში ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი და კიდევ 2 პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-დახმარების ბრალდებით, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის („შპს ტექ-2017“) თანამშრომლის მეშვეობით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად აყალბებდნენ მონაცემებს. კერძოდ, ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე პერიოდული ინსპექტირების დადებით დასკვნებს გასცემდნენ,

რის სანაცვლოდაც მოქალაქეებისგან თანხას იღებდნენ.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები