გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2026 წლის 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით
უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევებიდან:
- 67 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას
ეხება;
- 45 ფაქტი კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას უკავშირდება.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 15 შემთხვევა სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,
შესაბამის უწყებებში უკვე გადაიგზავნა.
ამავე პერიოდში დაილუქა 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, ხოლო
ამოღებული უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ დაახლოებით 480
კუბური მეტრი შეადგინა.
რეგიონული სტატისტიკა:
- აჭარა - 27 ფაქტი;
- იმერეთი - 20;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 18;
- კახეთი - 15;
- სამცხე-ჯავახეთი - 9;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8;
- ქვემო ქართლი - 6;
- მცხეთა-მთიანეთი - 5;
- გურია - 3;
- შიდა ქართლი - 1.
როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში
ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის სულ 1026 ფაქტია
გამოვლენილი და დალუქულია 42 არალეგალური სახერხი საამქრო.