სკოლის ფორმების გაყიდვები დღეიდან იწყება - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის შემოდგომიდან პირველკლასელებისთვის ყველა სკოლაში სავალდებულო ხდება სკოლის ფორმების ტარება.

როგორც ცნობილია, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება.

შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა ყველა საჭირო ინფორმაციისთვის ერთიანად მოეყარა თავი:

სად და როგორ შეიძენთ სკოლის ფორმებს
პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში იქნება შესაძლებელი, როგორც ფიზიკურ რეალიზაციის პუნქტებში ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე: formebi.emis.ge . უკვე 15 სექტემბრიდან კი, ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ამ

ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით, ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. უშუალოდ, რეალიზაციის ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა. ანუ მოქალაქეები სასკოლო ფორმებს ნაღდი ფულით ვერ შეიძენენ.

აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იფუნქციონირებს ფორმის რეალიზაციის 83 პუნქტი, მათი სამუშაო საათები კი ყოველდღე, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება. (მისამართები იხილეთ აქ)

ფორმის ონლაინ შეძენის შემთხვევაში, მიწოდებას ახორციელებს „საქართველოს ფოსტა“. მიწოდების საფასური თბილისში 5, ხოლო რეგიონებში 7 ლარი იქნება. რაც შეეხება ვადებს, როგორც ფორმების რეალიზაციისთვის შექმნილ ონლაინ ვებგვერდზეა აღნიშნული 5-7 დღე დასჭირდება.

იმ შემთხვევაში თუ კურიერის ვიზიტისას გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, გზავნილი იმავე დღეს დაბრუნდება საქართველოს ფოსტის შესაბამის სერვისცენტრში და შეინახება არაუმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ პერიოდში შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ დაუკავშირდება ადრესატს გზავნილის სერვისცენტრიდან გატანის მიზნით. თუ გზავნილი აღნიშნულ ვადაში არ იქნება გატანილი, იგი დაბრუნდება შპს „საგანმანათლებლო რესურსებში“.

რა საბუთები/ინფორმაციაა საჭირო სასკოლო ფორმის შესაძენად
ფორმის ონლაინ შეძენისას მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი უნდა შეიყვანოთ მხოლოდ შეკვეთის დაცულ ფორმაში. ადგილზე შეძენისას მოსწავლის პირად ნომერს კონსულტანტს უკარნახებთ. საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში აუცილებლად თან უნდა იქონიოთ თანხის გადარიცხვის ქვითარი.

თუ არის შესაძლებელი და როგორ მოხდება ფორმის შეცვლა ან დაბრუნება

განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ქარხნული წუნის აღმოჩენის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევებში, შესაძლებელი იქნება ფორმის დაბრუნება ან გადაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაზე.

ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან/შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, ტანსაცმელი გადაცვლის/დაბრუნების შემთხვევაში უნდა იყოს დაუზიანებელი, შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.

ვინ მიიღებს სკოლის ფორმას უფასოდ
მთავრობის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა იმ პირთა ჩამონათვალი, ვინც სასკოლო ფორმის მიღებას უფასოდ შეძლებს. კერძოდ, სასკოლო ფორმა უფასოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
  • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  • საქართველოში მყოფ უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში ომის გამო, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში;
  • ფორმას უფასოდ მიიღებენ ასევე მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირების შვილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლებია.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ფიზიკური რეალიზების პუნქტებიდან. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გაიცემა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ერთეულების შემდეგი ოდენობა: ბიჭისთვის – 1 პიჯაკი და 2 შარვალი; ხოლო გოგოსთვის – 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაკაბა.

რამდენი ერთეულის შეძენას შეძლებენ მშობლები
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მშობლებს სახელმწიფოსგან, როგორც სარეალიზაციო პუნქტში, ისე ონლაინ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სასკოლო ფორმის ერთეულების შეძენა შეეძლებათ.

უფრო კონკრეტულად კი, მშობელს უფლება აქვს, ბიჭის შემთხვევაში, მაქსიმუმ 2 პიჯაკი და 4 შარვალი, ხოლო გოგონას შემთხვევაში 2 პიჯაკი, 2 შარვალი და 2 ქვედაკაბა შეიძინოს.

„ბავშვის სახელზე აღირიცხება, თუ რომელი და რამდენი კომპონენტი იქნა შეძენილი. სისტემა აღრიცხავს მკაცრად, ამიტომ, მეტის შეძენა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. I-VI კლასების ჩათვლით, ყველასთვის ასე იქნება… ვმუშაობთ იმისთვის, რომ გარკვეულ პერიოდში დამატებითი რაოდენობები შემოვიტანოთ, რათა თუკი ვინმეს დასჭირდე

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები