თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების გამო დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმებისას თბილისის

საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად 200 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები