შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევისა
და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა
დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და დროებითი
საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკისას, ასევე მითითებული ლოკაციიდან,
ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
ამოიღეს. მათ შორის იყო სარეალიზაციოდ დაფასოებული „მეთადონის“ 92
შეკვრა.
პოლიციამ ასევე
ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო
მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე
კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.