ეროვნულმა სატყეო სააგენტომ აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინა
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აგვისტოში სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება.

გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი ამოიღეს. ამოღებული ხე-ტყე ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 4 იმერეთში, 3 სამცხე-ჯავახეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3

ქვემო ქართლში, 4 გურიაში, 2 კახეთში, 1 მცხეთა-მთიანეთში და 3 შიდა ქართლში გამოვლინდა.

ამასთან, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი გამოვლინდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები