ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აგვისტოში
სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს.
მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის უკანონოდ მოპოვებული
ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება.
გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, სხვადასხვა სახეობის
65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი ამოიღეს. ამოღებული
ხე-ტყე ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 4 იმერეთში, 3
სამცხე-ჯავახეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3
ქვემო
ქართლში, 4 გურიაში, 2 კახეთში, 1 მცხეთა-მთიანეთში და 3 შიდა ქართლში
გამოვლინდა.
ამასთან, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში სახელმწიფო
ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი გამოვლინდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი რვა
თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სააგენტოს თანამშრომლებმა
ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.