სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში მდებარე ტაილანდურ რესტორანს,
შპს „ერდოღან ქალაიჯის“, საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, გორგასლის ქუჩა N13-ში
მდებარე ტაილანდური რესტორანი შპს „ერდოღან ქალაიჯი“ არაგეგმურად
შეამოწმეს.
ინსპექტირების შედეგად ობიექტზე არაკრიტიკული და კრიტიკული
შეუსაბამობები გამოვლინდა. მათ შორის, დარღვეული იყო ჰიგიენური
ნორმები, ინფრასტრუქტურა არ იყო სათანადოდ გამართული და
მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების წესიც
დარღვეული იყო.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო
პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, დაიცვან
სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევების გამოვლენის
შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ცხელ ხაზს — 15 01.