საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით,
17 წუთის ინტერვალით ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 20 და 21კმ-ში ორი
მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:52
საათზე დაფიქსირდა ახალქალაქიდან ჩრდილოეთით
20კმ-ში, სოფელ ბეჟანოში.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.2(ML) მაგნიტუდა იყო.
განმეორებითი ბიძგები თბილისის დროით 09:09 საათზე დაფიქსირდა
ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21კმ-ში, სოფელ ბეჟანოში. ამ შემთხვევაში
მიწისძვრის სიმძლავრე 3.1(ML) მაგნიტუდა იყო.