შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი
პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქისთვის თანხის
მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად
დანაშაულის განხორციელება ვერ
შეძლეს.
პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.