იმერეთში ხუთი არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების — დ. დ.-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ.-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), ჰ. ა.-ის (თერჯოლა, სოფელი კვახჭირი) და ა. ც.-ის (თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი) — ყველის საწარმოები შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე

აწარმოებდნენ.

ამასთან, ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი გამოვლინდა. პროდუქტი შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფიზიკური პირის მ. ქ.-ის საწარმოშიც, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში მდებარეობს. ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ობიექტზე ასევე დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და ეტიკეტირების წესი.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, არ აწარმოონ პროდუქცია სავალდებულო აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები