ყაზბეგსა და სარფში 1.9 მილიონ ლარზე მეტი თანხის არადეკლარირების ფაქტები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „ყაზბეგისა“ და „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღმოჩენილი, დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით ჯამში 1 966 491 ლარი შეადგინა. მათ შორის, სგპ „ყაზბეგში“ — 1 649 587 ლარი,

ხოლო სგპ „სარფში“ — 316 904 ლარი.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 195 633 ლარის ოდენობით, შეეფარდათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები