აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს, რის შემდეგაც მასზე ოფიციალურად გამოცხადდა

ძებნა.

ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები