იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს და აღნიშნული პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება უზრუნველყვეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ

მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული, 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. გარდა ამისა, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.



გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები