გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში 374 სამართალდარღვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში, ქვეყნის მასშტაბით 374 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 50 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 32 შემთხვევაში მონადირეებს გარემოდან ამოღებისთვის დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 13 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას — ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, ხოლო 1 შემთხვევაში დაფიქსირდა ფრინველის

აკრძალულ სახეობაზე ნადირობის ფაქტი.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ნადირობის 298 აკრძალული საშუალება — ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების აქტიური გამოყენება, დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები