სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
შეტყობინების საფუძველზე ვეტერინარულ
კლინიკაში არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს და ვადაგასული, უვარგისად
მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, დარღვევა ბათუმში, ინასარიძის ქუჩა N16ა-ში
მდებარე შპს „ჯიდიემჯი“-ს (ს/ნ 445555685) ვეტერინარულ კლინიკაში
გამოვლინდა.
ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად
დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და
ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს დაახლოებით 1 500 ვეტერინარულ
კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.