ზელენსკის თვითმფრინავს, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა, "კინაღამ დრონი მოხვდა"
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს, რომელიც კიშინიოვიდან ოსლოში მიფრინავდა, "კინაღამ დრონი მოხვდა". ეს ჟურნალისტებს უთხრა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას სტიორემ, ცნობას ავრცელებს ნორვეგიის ტელეკომპანია NRK-ის ვებსაიტი.

ნორვეგიაში დაკრძალეს მეფე ჰარალდ V, ზელენსკი დასაფლავების ცერემონიაში მონაწილეობდა.

ვიზიტის ფარგლებში ზელენსკიმ შეხვედრები გამართა სტიორესთან და ნორვეგიის ფინანსთა მინისტრთან, ასევე ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. NRK-სთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მას ზელენსკიმ

მოუთხრო მისი თვითმფრინავისთვის შექმნილ საფრთხეზე.

ზელენსკის ოფისში არ უპასუხეს ინციდენტის შესახებ ნორვეგიის ტელეკომპანიის კითხვებს.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ 8 სექტემბერს გაავრცელა ცნობა რუსეთის "შაჰედის" ტიპის დრონზე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდა და ჩამოვარდა სტარიე მიხაილიანის საცხოვრებელი პუნქტის სიახლოვეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები