შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა
ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,
სხვადასხვა დროს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 5 პირი
დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი,
ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად
სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 2 ავტომატი, 5
პისტოლეტი, მჭიდები და
ათეულობით საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3,
მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.