2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სასურსათო კვერცხის იმპორტი
თითქმის 28-ჯერ გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ გასული წლის 7 თვის
განმავლობაში ქვეყანამ მხოლოდ 683 ათასი კვერცხი იყიდა (36.3 ათასი
დოლარის), წელს საანგარიშო პერიოდში 18.881 მლნ ერთეული შემოვიდა
(1.362 მლნ დოლარი).
გარდა იმპორტის ზრდისა, საქართველოს დაახლოებით 40%-ით გაუძვირდა
შესასყიდი კვერცხის ფასიც. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის,
რომ შარშან ერთი
კვერცხის იმპორტი ქვეყანას დაახლოებით, 5 ცენტი
უჯდებოდა, წელს კი ფასი 7 ცენტამდე გაიზარდა. (გადასახადების
გარეშე).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ქვეყანაში შემოტანილი სასურსათო
კვერცხის 92% თურქულია. კერძოდ, წელს 7 თვეში საქართველომ თურქეთში
17.415 მლნ ერთეული კვერცხი იყიდა (1.216 მლნ დოლარის). ხოლო
დანარჩენი - 1.446 მლნ ცალი (146.7 ათასი დოლარის) ბელარუსიდან
შემოვიდა.