შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ბათუმში, გადამოწმების მიზნით
გააჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად
უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებულის პირადი და
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე,
ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ იქნა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.