ბათუმში 16 300 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ბათუმში ბინის შეძენაში დახმარება დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხინა.

ბრალდებულმა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ

დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 16 300 ლარამდე თანხას.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები