მცხეთა-მთიანეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზოოვეტერინარი

დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბრალდებულმა მომხმარებელს, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გადასცა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები