გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტმა
ხულოს მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების
ფაქტი გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, სოფელ გელაურის მკვიდრს საცხოვრებელი სახლის
სარდაფში 22 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი
ხე-ტყე, ანუ მორი, ჰქონდა განთავსებული.
გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას
გადაეგზავნა.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის
265
ფაქტი გამოვლინდა. მათგან 212 ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და
ტრანსპორტირებას, ხოლო 53 სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას უკავშირდება.
ამავე პერიოდში აჭარაში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა.