თბილისში კვების ობიექტებს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საქმიანობა შეუჩერდათ
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოვლინდა.

დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ხოლო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

თბილისში, აღმაშენებლის ქუჩა N36-ში მდებარე შპს „ბეთულში“ (ს/კ 404727246) სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული არ იყო. ასევე დაფიქსირდა ეტიკეტირებისა და

მიკვლევადობის წესების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. შპს „ბეთული“ დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის, კრიტიკული შეუსაბამობისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა ასევე შპს „ფუდაჰოლიკს“ (ს/კ 436059113), რომელიც 26 მაისის მოედანზე მდებარეობს.

არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ინდივიდუალური მეწარმე უ. მ.-ის საშაურმეს, ქეთევან დედოფლის გამზირი N65; შპს „სომხურ ეზოს“ (ს/კ 404809132, ვაჟა-ფშაველას N7ა); შპს „ევროზია ითს ბრაზერსს“ (ს/კ 402369405, დავით აღმაშენებლის გამზირი N112); შპს „ინდურ ზაიკას“ (ს/კ 406541470, ახმეტის ქუჩა N14); ინდივიდუალური მეწარმე ჰ. ს.-ის ობიექტს, გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16; შპს „ნიუ ქარიპოტს“ (ს/კ 400456396, ქეთევან დედოფლის გამზირი N47/49); შპს „არქეი რესთორანთ 02“-ს (ს/კ 405554684, ვაჟა-ფშაველას გამზირი N6); შპს „როიალ ქითჩენ ისანს“ (ს/კ 405794868, აწყურის ქუჩა N76); შპს „ელაკკას“ (ს/კ 406499294, აწყურის ქუჩა N19ა); შპს „მაუჯ ექსპრესს“ (ს/კ 405869074, ლუბლიანას ქუჩა N19ა) და შპს „რესტორან სეულს“ (ს/კ 405185428, ბუდაპეშტის ქუჩა N7).

განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო ინდივიდუალური მეწარმე ი. შ., რომელიც პეკინის ქუჩა N31ბ-ში საქმიანობს, და შპს „იომი 1977“ (ს/კ 404747716, გამრეკელის ქუჩა N3) 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები