ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის
თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო
უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა მუხის სახეობის 129
ძირი ხე, საერთო მოცულობით 5 კუბური მეტრი საშეშე მერქანი.
სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
შედგა. უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი შემდგომი განკარგვის
მიზნით ხაშურის საქმიან ეზოში გადაიტანეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში
განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით გამოვლინდა.