თბილისში ოჯახის წევრის მუქარისა და იარაღის ბრალდებით პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და იძულების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს ბრალდებული ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ნივთმტკიცების სახით პნევმატური და ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს.

პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 11-150-ე და 11-151-ე მუხლებით

მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები