შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს,
4 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის 3 და
საქართველოს 1 მოქალაქე. მათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობა, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო
დათესვა-მოყვანა-კულტივირება ედებათ ბრალად.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებებით
დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს ბათუმში, ნაქირავებ ბინაში,
სპეციალური სათბური ჰქონდა მოწყობილი, სადაც შემდგომი რეალიზაციის
მიზნით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის, „კანაფის“, უკანონო
მოყვანასა და კულტივირებას ახორციელებდა.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინისა და
ავტომობილის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა
სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. მათ შორისაა 25
შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“, 20 შეკვრა „ჰაშიში“ და 4
კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და
კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე
პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.