შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით,
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე
გააძევეს.
უწყების ცნობით, ჩატარებული კომპლექსური
ღონისძიებების შედეგად
ქვეყნიდან გაძევებულნი არიან ინდოეთის, თურქეთის, ეგვიპტის, რუსეთის,
აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, პაკისტანის,
უზბეკეთის, ბანგლადეშის, ყირგიზეთის, ეთიოპიის, იორდანიის,
შრი-ლანკისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა გაძევებულ პირს
საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.