იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან არანავთობისა და გაზის ექსპორტი საქართველოში თითქმის 79%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან არანავთობისა და გაზის ექსპორტი საქართველოში თითქმის 79%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც ადგილობრივი სააგენტო Report იუწყება, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში არანავთობისა და გაზის იმპორტმა 78.6% შეადგინა, რაც 386,5 მლნ დოლარს უდრის.

სააგენტოსვე ცნობით, არანავთობისა და გაზის ექსპორტი მეზობელ თურქეთში 10.2%-ით,

435 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

საერთო ჯამში, აზერბაიჯანიდან არანავთობისა და გაზის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.6%-ით, 2.8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები