შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ
ბრძოლის სამმართველოსა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის
თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მოქალაქეებს კრიპტოვალუტით
ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას ჰპირდებოდა. იგი მათ არწმუნებდა,
რომ მიღებულ მოგებას შესაბამისი სარგებლის სახით გადასცემდა, ხოლო
შეტანილ ძირითად თანხას დაუბრუნებდა.
აღნიშნული
პირობით მოქალაქეებმა მას სხვადასხვა ოდენობის თანხა
გადასცეს. თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა შეთანხმება არ
შეასრულა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით
მოქალაქეთა კუთვნილ 90 500 ლარს დაეუფლა.
პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე იმერეთის
რეგიონში დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3
ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 9 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.