შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ხაშურის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ
ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში მცხოვრები მოქალაქის
კუთვნილი კვადროციკლი ფარულად გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. დანაშაულის შედეგად მოქალაქეს 15 000 ლარამდე ფინანსური
ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი
ბრალდებულის სახით დააკავეს. ნაქურდალი
კვადროციკლი კი ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე
ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.