განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ალფა-პვპ“-ის შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული, 6 შეფუთვად დაფასოებული,

ჯამში 140 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები