ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს.

უწყების ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის კუთვნილი ობიექტი ჭავჭავაძის გამზირის N67-ში მდებარეობს. ბიზნესოპერატორი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას შესაბამისი რეგისტრაციისა და სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარების გარეშე ახორციელებდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სააგენტოს მიერ დადგენილი

წესით აღიარება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას გულისხმობს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების დაცვის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით კონტროლს აგრძელებს. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები