შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
სხვადასხვა დროს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა
და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი
ბინების ჩხრეკისას, ასევე ავტომობილებიდან, ნივთმტკიცებად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
ამოღებულ ნარკოტიკებს შორის იყო „მეთადონი“, „კლეფედრონი“, ე.წ.
„ბიო“, „გამომშრალი მარიხუანა“ და
ფსიქოტროპული ნივთიერება
„კეტამინი“.
პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო
მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე
კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.