ბათუმში ხორცპროდუქტების საწარმო დარღვევების გამო დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ბათუმში ხორცპროდუქტების საწარმო არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

უწყების ინფორმაციით, ფიზიკური პირის, ა. ჩ.-ის კუთვნილი საწარმო ბაგრატიონის ქუჩა N113ა-ში მდებარეობს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების, მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების, წარმოებას, გადამუშავებასა და

დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები