სექტემბერში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის 751 დარღვევა გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს.

დარღვევებიდან 430 თბილისში, 173 ქუთაისში, 87 ბათუმში და 61 რუსთავში გამოვლინდა.

649 სამართალდარღვევა ფიზიკური პირების, 102 კი იურიდიული პირების მიერ იყო ჩადენილი.

გამოვლენილი დარღვევებიდან 425 მსუბუქ ავტომობილებს, 306 მიკროავტობუსებს,

18 სატვირთო ავტომობილებს, ხოლო 2 ავტობუსებს უკავშირდება.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვს ყოველდღიურად აკონტროლებენ.

უწყების ინფორმაციით, კონტროლის დაწყებიდან დღემდე გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილია ჰიბრიდული ავტომობილები, ხოლო ეკიპაჟები შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით არიან აღჭურვილი. პერიოდულად ასევე მიმდინარეობს თანამშრომლების გადამზადება.

დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ავტომობილები უფრო მეტ ლოკაციაზე შეამოწმონ, რის შედეგადაც კონტროლი უფრო მასშტაბური და ეფექტიანი გახდა.

მიმდინარე წლის ცხრა თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6856 ფაქტი გამოავლინეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები