შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის
წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად
დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ კომპანიასთან
ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, პროდუქცია სავაჭრო
ქსელებში უნდა განეთავსებინა. მიუხედავად იმისა, რომ მან მომსახურების
საფასური წინასწარ მიიღო, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
უწყების ინფორმაციით, თაღლითური
ქმედებით კომპანიას 106 000 ლარის
მატერიალური ზიანი მიადგა.
პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.