შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
აჭარისა და ქვემო ქართლის
მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა
დროს სამი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში,
დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინების
ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ნივთმტკიცებად
ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული
საშუალება,
მათ შორის: „მეთადონი“, „მეფედრონი“, „გამომშრალი
მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 182
აბი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე
კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე
ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.