სტამბოლში 7-სართულიანი შენობის ნაწილი ჩაინგრა – ნანგრევებში მინიმუმ 7 ადამიანია მოყოლილი
AP-ის ცნობით, ხუთშაბათს სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩაინგრა, რის შედეგადაც ნანგრევებში მინიმუმ შვიდი ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი მოჰყვა.

სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მაშველებმა შენობიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს ზედა სართულების მცხოვრებლები, ასევე ნანგრევებიდან მოხერხდა 5 ადამიანის ამოყვანა.

გუბერნატორმა ასევე თქვა, რომ მაშველებმა შეძლეს 6

წლის ბავშვთან კონტაქტის დამყარება.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. პროცესს შენობის ნგრევის საფრთხე აფერხებს. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა მიმდებარე შენობებიდანაც.

ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ნგრევის მიზეზი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები