აჭარასა და იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და იმერეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირები ნ. მ. (მისამართი: ქობულეთი, დაბა ჩაქვი, მე-7 რაიონი, აჭარის ქუჩა N89) და ქ. კ. (მისამართი: თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ფრინველს შემდგომი რეალიზაციის მიზნით კლავდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე.

ობიექტებზე ასევე დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, საწარმოო პროცესი კი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ, რათა უზრუნველყოფილი

იყოს სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები