მიხეილ სააკაშვილი: „ალიევმა ჰიჯაბი აკრძალა... ირანი კი ქართველი აზერბაიჯანელების რადიკალურ ისლამიზაციას ახდენს“
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას ეხმაურება და ალიევის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა ამავდროულად ირანიდან მომდინარე საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას.

სააკაშვილის თქმით, აზერბაიჯანმა სკოლებში ბავშვების მიერ ჰიჯაბის ტარება აკრძალა, რაც ილჰამ ალიევის მხრიდან აზერბაიჯანის, როგორც სეკულარული სახელმწიფოს განსამტკიცებლად და ისლამისტების გავლენის აღსაკვეთად გადადგმული მნიშვნელოვანი და ვაჟკაცური ნაბიჯია.

ექსპრეზიდენტი

თავის განცხადებაში განსაკუთრებულ ხაზგასმას აკეთებს ირანის მხრიდან რეგიონულ საფრთხეებზე:

„ამასობაში კი ირანი, რომელიც ვეღარ ერევა აზერბაიჯანში, აქტიურად ახდენს ქართველი აზერბაიჯანელების რადიკალურ ისლამიზაციას, რაც სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. აქაური ისლამისტები საფრთხეს უქმნიან როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს და მთელ რეგიონს“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.



შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საჯარო სკოლებში მოქმედი რეგულაციებით შემოღებულია ერთიანი სასკოლო ფორმა, რაც გამორიცხავს სასწავლო პროცესში რელიგიური ატრიბუტიკისა და თავსაფრის ტარებას.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები