ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ქუთაისის აეროპორტში“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. 235 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 60 132 ლარი შეადგინა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 105 176 ლარი შეადგინა.

მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ერთი კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის

საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე (როგორც უცხო ქვეყნის, ასევე საქართველოს მოქალაქეები) საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ჯამში 34 788 ლარით დაჯარიმდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები