2026 წლის 9 თვეში საქართველოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინეს. გამოვლენილი შემთხვევებიდან 26 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 2 015 753 ლარს შეადგენს.

გამოვლენილი სამართალდარღვევების მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა — 16.

გურიაში 15 ფაქტი გამოვლინდა, კახეთში — 13, მცხეთა-მთიანეთში — 12, ქვემო ქართლში — 10, აჭარაში — 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 7, შიდა ქართლში — 6, სამცხე-ჯავახეთში — 2, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში — 1 ფაქტი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს 51 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.

უწყების ცნობით, შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები