საქართველოში 905 ათასზე მეტი ასაკით პენსიონერია - რომელ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს ყველაზე მეტი/ნაკლები
საქართველოს მოსახლეობის თითქმის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით კი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო პენსიას 905 183 ადამიანი იღებს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების მიხედვით ყველაზე მეტი მეტი პენსიონერი (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე) თბილისში ცხოვრობს, ყველაზე ცოტა კი ყაზბეგში.

10 მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე მეტი პენსიონერი ცხოვრობს:
  • თბილისი - 278 959 პენსიონერი
  • ქუთაისი - 40 980 პენსიონერი
  • ზუგდიდი - 34 480 პენსიონერი
  • ბათუმი - 30 827 პენსიონერი
  • რუსთავი - 27 005 პენსიონერი
  • გორი - 26 965 პენსიონერი
  • მარნეული - 22 221 პენსიონერი
  • გარდაბანი - 16 314 პენსიონერი
  • ოზურგეთი - 16 079 პენსიონერი
  • ქობულეთი - 15 167 პენსიონერი
10

მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე ცოტა პენსიონერი ცხოვრობს:
  • ყაზბეგი - 1 312 პენსიონერი
  • ლენტეხი - 1 569 პენსიონერი
  • ახალგორი - 1 892 პენსიონერი
  • ონი - 1 980 პენსიონერი
  • მესტია - 2 156 პენსიონერი
  • ასპინძა - 2 308 პენსიონერი
  • თიანეთი - 2 848 პენსიონერი
  • ცაგერი - 3 162 პენსიონერი
  • შუახევი - 3 180 პენსიონერი
  • ქედა - 3 421 პენსიონერი
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები