ქვეყნები, სადაც 2026 წელს ყველაზე მაღალი პენსიებია - ტოპ-10
2026 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი პენსია ლუქსემბურგშია. როგორც ონლაინ-გამოცემა visasupdate.com წერს, თვიური პენსიის მოცულობა იქ 3850 დოლარიდან 4200 დოლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, საქართველოში, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია კი 60 ლარით მოიმატებს და 555 ლარი გახდება.

ტოპ-10 ქვეყანა კი,

სადაც 2026 წელს ყველაზე მაღალი პენსიებია, არის:
  • ლუქსემბურგი - 3850 დოლარი - 4200 დოლარი;
  • ისლანდია - 3450 დოლარი - 3850 დოლარი;
  • ნორვეგია - 3200 დოლარი - 3600 დოლარი;
  • დანია -2950 დოლარი - 3400 დოლარი;
  • ნიდერლანდები - 2800 დოლარი - 3250 დოლარი;
  • შვეიცარია -2700 დოლარი - 3100 დოლარი;
  • შვედეთი - 2550 დოლარი - 2950 დოლარი;
  • ფინეთი - 2400 დოლარი - 2800 დოლარი;
  • გერმანია - 2300 დოლარი - 2700 დოლარი;
  • ავსტრია - 2250 დოლარი - 2650 დოლარი.
რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს მონაცემებს, თურქეთში პენსია დაახლოებით 476 დოლარს შეადგენს, აზერბაიჯანში - 349 დოლარს, სომხეთში - დაახლოებით 170 დოლარს, ხოლო რუსეთში პენსიის საშუალო ოდენობა 308 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები