თბილისში თაღლითობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი უცხოური კომპანიის ოფიციალურ დისტრიბუტორად გაეცნო. მან დაზარალებულს გათბობის სისტემის სრული კომპლექტის შეძენაში დახმარების მიზნით დიდი ოდენობით თანხის ჩარიცხვა სთხოვა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაახლოებით 136 000 ლარს, რომელიც

პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები