შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომლებმა საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის
ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სკანერის
საშუალებით სპეციალურად მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს.
სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი
იარაღი, 8 მჭიდი და
ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3,
მე-4 და მე-5 ნაწილებით, ასევე 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით
მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.